მორიგი რეკორდი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში
მორიგი რეკორდი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში

ამერიკის „ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის“ (NBA) რეგულარულ სეზონში მორიგი რეკორდი დამყარდა.

წინა ტურში 7-ზე მეტმა კალათბურთელმა 35 ქულაზე მეტი დააგროვა, რაც ლიგაში 11 წელია, არ მომხდარა. 40-ზე მეტი ქულა დააგროვა სამმა კალათბურთელმა. პოლ ჯორჯმა ბრუკლინს 47 ქულა ჩაუგდო. ლებრონ ჯეიმსის მონაგარი 42 ქულა იყო. სტეფ კარიმ ასევე 42 ქულით დაასრულა შეხვედრა.