მორატა - ატლეტიკოში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი
მორატა - ატლეტიკოში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი

ატლეტიკოს თავდამსხმელმა ალვარო მორატამ განაცხადა, რომ მადრიდელთა რიგებში თამაშზე ყოველთვის ოცნებობდა. ატლეტიკომ მორატა ნახევარი წლით, ჩელსისგან იჯარით აიყვანა. ბავშვობაში ალვარო ატლეტიკოს სკოლაში ვარჯიშობდა, მაგრამ პროფესიონალური კარიერა რეალში დაიწყო.

„იმ დროს, როცა პატარა ბიჭი ვიყავი, ბურთის მომწოდებელი, ატლეტიკოში თამაშზე ვოცნებობდი, ციტირებს გაზეთი „მარკა“ ესპანელს. – „ჩვენ ყოველთვის, მატჩის წინ 2 საათით ადრე გვიწევდა მოსვლა. ძალიან კარგად მახსოვს ის მომენტები. ვამაყობ, რომ მადრიდელთა რიგებში გადავედი. მე ვიცი კლუბი, ფეხბურთელები, სტადიონი. ეს ბედნიერი მომენტია ჩემს ცხოვრებაში. უკვე ვიგრძენი, რომ ამ კლუბის წევრი ვარ და ეს მოტივაციას მიზრდის. მზად ვარ ბოლომდე დავიხარჯო“.