მორაეში უკრაინის ნაკრებში ითამაშებს
მორაეში უკრაინის ნაკრებში ითამაშებს

დონეცკის შახტარის ფორვარდმა ჟუნიორ მორაეშმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. შესაბამის ბრძანებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა პეტრ პოროშჩენკომ მოაწერა.

მორაეშმა უკვე მიიღო უკრაინის პასპორტი და ახლა შეძლებს ქვეყნის ეროვნულ გუნდში თამაშს. 22 მარტს, უკრაინას სტუმრად პორტუგალიაში ელოდება ევრო 2020-ის საკვალიფიკაციოს პირველ მატჩი, 25 მარტს კი შინ ლუქსემბურგს შეხვდება.

მორაეში უკრაინის ჩემპიონატში 2012 წლიდან თამაშობს. მაშინ ის დონეცკის მეტალურგში გადავიდა ბულგარეთის ცსკა-დან, შახტარში კი კიევის დინამოს გავლით გასული წლის ზაფხულში მოხვდა.

ამჟამად მორაეში უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. მის ანგარიშზე 16 გოლი მოდის. აპრილში ბრაზილიელი ფორვარდი 32 წლის გახდება.