მონტი ვილიამსი, დიდი ალბათობით, ფინიქსში დაინიშნება
მას შემდეგ, რაც ფინიქსმა გადაწყვეტილება მიიღო და იგორ კოკოშკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა, აქტიურად დაიწყო საუბრები მის შემცვლელზე. ამერიკულ მედიაში ყველაზე ხშირად ფილადელფიას მთავარი მწვრთნელის ასისტენტის, მონტი ვილიამსის გვარი ჟღერს.
ნიუ იორკ თაიმსის ჟურნალისტ მარკ შტეინის თქმით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ფინიქსის ხელმძღვანელობა.
როგორც ცნობილია, ვილიამსის კანდიდატურას ლოს ანჯელეს ლეიკერსშიც განიხილავენ.
Strong rumblings from the NBA grapevine tonight: Monty Williams landing in Phoenix as the next Suns coach is a scenario gaining real momentum
— Marc Stein (@TheSteinLine) 2 May 2019
Strong rumblings from the NBA grapevine tonight: Monty Williams landing in Phoenix as the next Suns coach is a scenario gaining real momentum
— Marc Stein (@TheSteinLine) 2 May 2019