მონტენეგროში საპარლამენტო არჩევნები იმართება​
მონტენეგროში საპარლამენტო არჩევნები იმართება​

მონტენეგროში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. სოციოლოგიური კვლევებით, მთავარი დაპირისპირება მმართველ პროდასავლურ „დემოკრატიულ პარტიასა“ და ოპოზიციურ გაერთიანებებს შორის გაიმართება, რომლებიც მხარს სერბეთთან და რუსეთთან კავშირების აღდგენას უჭერენ.

კენჭისყრა დაძაბულ ფონზე იმართება, რაც 2019 წლის ბოლო დამტკიცებულ რელიგიის შესახებ კანონს უკავშირდება. აღნიშნული კანონი სახელმწიფოს აძლევს უფლებას, რელიგიური აქტივების კონფისკაცია მოახდინოს, თუ ეკლესია საკუთრების უფლებას ვერ დაამტკიცებს.

კანონის მიღებას მონტენეგროში აქციები მოჰყვა, რის გამოც ის დღემდე არ ამოქმედებულა. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, „დემოკრატიული პარტია“, რომელსაც პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი უდგას სათავეში, 35%-ს მიიღებს, რის გამოც სავარაუდოდ აუცილებელი გახდება კოალიციური მთავრობის ფორმირება.