მონტენეგრო ახალ ზელანდიასთან დამარცხდა, ჩეხეთმა იაპონიას დამაჯერებლად მოუგო
მონტენეგრო ახალ ზელანდიასთან დამარცხდა, ჩეხეთმა იაპონიას დამაჯერებლად მოუგო
ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს მორიგი საინტერესო მატჩები იმართება.
F ჯგუფში მეორე შეხვედრა ჩაატარა მონტენეგროს ეროვნულმა გუნდმა ახალი ზელანდიის ნაკრებთან და 10 ქულის სხვაობით დამარცხდა. ახალზელანდიელები უპირატესობას მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ და საბოლოოდ დამსახურებული გამარჯვება იზეიმეს. ოკეანეთის წარმომადგენლებს შორის ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა კორი ვებსტერმა, მის ანგარიშზე 25 ქულაა. 20 ქულით დაასრულა მატჩი ისააკ ფოუმ.
მონტენეგროელთა შორის 18 ქულით საუკეთესო ნიკოლა ივანოვიჩი გამოდგა. ნიკოლა ვუჩევიჩმა საკუთარ გუნდს 15 ქულა შესძინა. განცდილი მარცხის შემდეგ ევროპელებმა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგეს.
ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ტურნირის დებიუტანტმა ჩეხეთმა, რომელმაც იაპონიას დამაჯერებელი ანგარიშით 89-76 სძლია. გუნდში საუკეთესოები 22-22 ქულით იარომირ ბოჰაჩიკი და ბლეიკ შილბი გამოდგნენ. ტომაშ სატორანსკის ანგარიშზე 15 ქულაა. იაპონელთაგან ყველაზე მეტი 21 ქულა რუი ჰაჩიმურამ დააგროვა.