მონტე კარლოს „მასტერსის“ პირველ წრეში ბასილაშვილი დიმიტროვს შეხვდება #1TVSPORT
მონტე კარლოს „მასტერსის“ პირველ წრეში ბასილაშვილი დიმიტროვს შეხვდება #1TVSPORT

10 აპრილიდან მონტე კარლოში გრუნტის სეზონის პირველი „მასტერსი“ იწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ნიკოლოზ ბასილაშვილი. ის ტურნირზე მე-15 ნომრად იქნება განთესილი.

ძირითადი ბადის წილისყრის შედეგ გაირკვა, რომ პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე იქნება ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი, ხოლო მათ შორის გამარჯვებული მეორე წრეში ორი სერბს – დუშან ლაიოვიჩსა და ფილიპ კრაინოვიჩს შორის მოგებულს შეხვდება.

ბასილაშვილი და დიმიტროვი აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს – 2017 წელს, სოფიას ტურნირის ნახევარფინალში დიმიტროვმა 6:1, 6:3 მოიგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილს მონაკოს „მასტერსის“ ძირითად ბადეში სამჯერ უთამაშია და სამივეჯერ პირველ წრეში დამარცხდა, მათ შორის, შარშან კრაინოვიჩთან.

მიმდინარე სეზონი ბასილაშვილისთვის არც ისე კარგად ვითარდება. ქართველმა რვა ტურნირში მიიღო მონაწილეობა და შვიდჯერ პირველივე მატჩი წააგო, თუმცა თებერვალში დოჰას ტურნირზე ფინალამდე მიაღწია და იქ ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტთან წააგო. ამ სეზონში ბასილაშვილის მოგება/წაგების ბალანსი ასეთია: 3/10.