„მონპელიეს" ფეხბურთელი რეანიმაციაში კორონავირუსის სიმპტომებით მოხვდა
„მონპელიეს" ფეხბურთელი რეანიმაციაში კორონავირუსის სიმპტომებით მოხვდა

ფრანგული ლიგა 1-ის კლუბის „მონპელიეს“ ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდის ერთ-ერთი ფეხბურთელი საავადმყოფოში მოხდა. „მეტროპოლიტანის“ ინფორმაციით, ეს არის 23 წლის სალომონ სამბია, რომელიც კორონავირუსის სიმპტომებით რეანიმაციაში გადაიყვანეს.

„მას სუნთქვასთან და საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ის საავადმყოფოში მოათავსეს შესაბამისი დახმარების მისაღებად,“ – წერია კლუბის განცხადებაში.

28 ტურის შემდეგ, „მონპელიე“ საფრანგეთის ჩემპიონატში მერვე ადგილზეა. ნახევარმცველმა სამბიამ 17 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.