„მონპელიეს“ ფეხბურთელი ხელოვნური კომიდან გამოვიდა
„მონპელიეს“ ფეხბურთელი ხელოვნური კომიდან გამოვიდა

ფრანგული „მონპელიეს“ ნახევარმცველი ჟუნიორ სამბია, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს. ამის შესაქხებ მისმა აგენტმა ტელეკომპანია RTL-ს განუცხადა. წყაროს ინფორმაციით, 23 წლის ფეხნურთელის მდგომარეობა იმდენად იყო გაუარესებული, რომ ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

ამ სეზონში სამბიამ „მონპელიეს“ შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.