მინისტრებმა ტერეზა მეის მოუწოდეს, „მკაცრ ბრექსიტთან“ დაკავშირებით მუქარა შეწყვიტოს
მინისტრებმა ტერეზა მეის მოუწოდეს, „მკაცრ ბრექსიტთან“ დაკავშირებით მუქარა შეწყვიტოს

დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის ოთხი წევრი პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მოუწოდებს, „მკაცრ ბრექსიტთან“ დაკავშირებით მუქარა შეწყვიტოს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მოთხოვნა პრემიერს იუსტიციის მინისტრმა, დევიდ გაუკმა და კიდევ სამმა მინისტრმა წაუყენეს.

მინისტრთა კაბინეტის შეხვედრა დახურული იყო. პრემიერის აპარატი დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.