მონფილსმა და სვიტონინამ „ინსტაგრამზე“ საერთო გვერდი გააუქმეს
მონფილსმა და სვიტონინამ „ინსტაგრამზე“ საერთო გვერდი გააუქმეს

ფრანგმა გაელ მონფილსმა და უკრაინელმა ალინა სვიტოლინამ „ინსტაგრამზე“ საერთო გვერდი გააუქმეს.

ჩოგბურთელები ერთმანეთს 2019 წლის დასაწყისიდან ხვდებოდნენ. პირველად სპორტსმენები ერთად ავსტრალიის ღია პირველობაზე შენიშნეს. მას მერე ისინი „ინსტაგრამზე“ საერთო ფოტოებს და ვიდეოებს აქვეყნებდნენ.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირზე, „როლან გაროსზე“ სვიტოლინა მესამე წრეში გამოეთიშა ასპარეზობას, იგი ესპანელ გარბინე მუგურუზასთან დამარცხდა, ხოლო მონფილსი მერვედფინალში ავსტრიელ დომინიკ ტიმთან დამარცხდა.