„მონაკოს“ კაპიტანი გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრეს #1TVSPORT
„მონაკოს“ კაპიტანი გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრეს #1TVSPORT

„მონაკოს“ კაპიტანი ვისამ ბენ იედერი დაპატიმრებულია, – იტყობინება სააგენტო AFP.

11 აგვისტოს ქალაქ ნიცას სასამართლომ 32 წლის ფრანგ ფეხბურთელს ბრალი წაუყენა გაუპატიურებაში, გაუპატიურების მცდელობასა და სექსუალურ ზეწოლაში. ფორვარდს, სავარაუდოდ, 900 ათასი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. იგივე ბრალდებები წაუყენეს ბენ იედერის ძმას.

ადგილობრივი პრესის მონაცემებით, სავარაუდო ინციდენტი ამა წლის 10 ივლისს მოხდა ქალაქ ბოსოლეიში. ძმებმა სექსუალურად იძალადეს 19 და 20 წლის გოგონების მიმართ.