მონაკოში ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მეექვსე ეტაპის კვალიფიკაცია გაიმართა, რომელიც კვლავ „მერსედესის“ პილოტების დომინირებით წარიმართა.
საუკეთესო დრო აჩვენა ბრიტანელმა ლუის ჰემილტონმა – წუთი და 10.116 წამი. მეორე სასტარტო პოზიცია ექნება ფინელ ვალტერი ბოტასს. სამეულში მოხვდა „რედ ბულის“ წევრი მაქს ფერსტაპენი. „ფერარის“ პილოტებს შორის საუკეთესო იყო სებასტიან ფეტელი, რომელმაც მეოთხე ადგილი დაიკავა.
ჰემილტონისთვის ეს იყო 85-ე პოული კარიერაში. შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი 112 ქულით ჩემპიონატის ლიდერია. მას შვიდი ქულით ჩამორჩება ვალტერი ბოტასი.
მონაკოს გრანპრიზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კვალიფიკაციის შედეგებს, რადგან ქუჩის ტრასაზე გასწრება თითქმის შეუძლებელია. ბოლო 10 წლის განმავლობაში, მონტე კარლოში ექვსჯერ მოიგო პოულის მფლობელმა.
მონაკოს გრანპრი კვირას, თბილისისი დროით 17 საათზე დაიწყება.