„მონაკომ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა, გუნდს კოვაჩი ჩაიბარებს
„მონაკომ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა, გუნდს კოვაჩი ჩაიბარებს

„მონაკომ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა რობერტ მორენო. როგორც ავტორიტეტული გამოცემა „ეკიპი“ წერს, 42 წლის ესპანელი სპეციალისტის ადგილს ხორვატი ნიკო კოვაჩი დაიკავებს.

მორენო მონაკოს 2019 წლის დეკემბრიდან ავარჯიშებდა. იტყობინებიან, რომ მწვრთნელის წასვლა უკავშირდება იმას, რომ მისი ხედვები არ პასუხობს კლუბის ახალ კონცეპციას, რომელიც „მონაკოს“ ახალმა სპორტულმა დირექტორმა პოლ მიტჩელმა შეიმუშავა.

რაც შეეხება 48 წლის კოვაჩს, მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო „ბაიერნი“, რომელსაც ის 2018 წლის ზაფხულში ჩაუდგა სათავეში. ის პოსტიდან 2019 წლის ნოემბერში დაითხოვეს.