„მონაკო“ პოლ პოგბასთან კონტრაქტს წყვეტს #1TVSPORT

17:25, 14.08.2026

„მონაკომ“ მიიღო გადაწყვეტილება გაწყვიტოს კონტრაქტი ნახევარმცველ პოლ პოგბასთან.

გაზეთ Nice-Matin-ის ინფორმაციით, ლიგა 1-ის კლუბი უახლოეს ხანში დაემშვიდობება ფეხბურთელს. „მონაკომ“ პოგბას ტრავმის შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ელოდებიან, რომ „მონაკო“ ვადაზე ადრე გადაუხდის 33 წლის ფეხბურთელს სრულ ხელფასს, რომელიც მას კონტრაქტის მიხედვით ეკუთვნის. პოგბას ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

პოგბამ გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში ექვსი მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

მსგავსი