მონაკო ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს
მონაკო ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

მონაკოში დღეს სტარტს აიღებს ევროპის პირველობა ელვისებურ ჭადრაკში ქალ მოჭადრაკეთა შორის.

ჩემპიონატზე 25 ქვეყნის 90 მოჭადრაკე მონაწილეობს.

კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ღირსებას ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე და ნანა ძაგნიძე დაიცავენ.

პირველი ტურის პარტიები 16 საათზე დაიწყება.