„მონაკო“ ანსუ ფატის „ბარსელონადან“ გამოისყიდის #1TVSPORT
„მონაკო“ ანსუ ფატის „ბარსელონადან“ გამოისყიდის #1TVSPORT

„მონაკომ“ მიიღო გადაწყვეტილება, გაააქტიუროს 11 მილიონ ევროდ გარემარბ ანსუ ფატის გამოსყიდვის ოპცია, რაც საშუალებას მისცემს, გადავიდეს ფრანგულ კლუბში სრულფასოვანი მოთამაშის სტატუსით. როგორც კი გარიგების პირობები საბოლოოდ მოგვარდება, „ბარსელონა“ შეინარჩუნებს მოთამაშის გადაყიდვის შემთხვევაში პროცენტის უფლებას.

გარიგება ფინალურ სტადიაზეა, – დაწერა სოციალურ ქსელში იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.

„მონაკომ“ ანსუ ფატი „ბარსელონადან“ იჯარით გასული წლის ზაფხულში გადაიყვანა. ამ სეზონში ესპანელმა 23 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. გარემარბის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს.