„მონაკო“ 18 წლის სერბ ფეხბურთელთან კონტრაქტს გააფორმებს
„მონაკო“ 18 წლის სერბ ფეხბურთელთან კონტრაქტს გააფორმებს

ფრანგულ კლუბ „მონაკოს“ სტრახინია პავლოვიჩთან კონტრაქტის გაფორმება სურს და ბელგრადის „პარტიზანთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

კლუბები საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში მიიღებენ და ხელშეკრულებასაც გააფორმებენ, თუმცა 18 წლის ტალანტი სეზონის ბოლომდე „პარტიზანში“ დარჩება და სერბეთის ჩემპიონატში იასპარეზებს – იუწყება  L’Equipe.

ფრანგებს ახალგაზრდა სერბი ფეხბურთელის შესაძენად 10 მილიონი ევრო დასჭირდებათ და შესაძლოა, ბუნუსის სახით, დამატებით ორი მილიონის გადახდამაც მოუწიოთ.

სტრახინია პავლოვიჩი სერბეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია და საკუთარი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევა.