მომხმარებლების ინფორმაციით, კავკასიაში, თურქეთსა და ევროპის ნაწილში „გუგლის“ სერვისები არ ფუნქციონირებს
მომხმარებლების ინფორმაციით, კავკასიაში, თურქეთსა და ევროპის ნაწილში „გუგლის“ სერვისები არ ფუნქციონირებს

მომხმარებლების ინფორმაციით, კომპანია „გუგლის“ სერვისები კავკასიაში, თურქეთსა და ევროპის ნაწილში არ ფუნქციონირებს.

როგორც სოციალურ ქსელებში მომხმარებლები წერენ, პრობლემები შეექმნა „გუგლის“ საძიებო სისტემას, ასევე ვიდეოპორტალ „იუთუბს“, „გუგლის“ ღრუბლოვან სერვისებს და ასევე „გუგლის“ ელექტრონულ ფოსტას.

გავრცელებული ცნობით, „გუგლის“ სერვისები მიუწვდომელია სომხეთში, საქართველოში, თურქეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში, ხორვატიაში, სერბეთში, რუმინეთში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში.