მომღერალმა დუა ლიპამ უარი თქვა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობაზე #1TVSPORT
მომღერალმა დუა ლიპამ უარი თქვა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობაზე #1TVSPORT

ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა დუა ლიპამ განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაში.

ადრე პრესამ დაწერა იმის შესახებ, რომ მომღერალი თავდაპირველად დათანხმდა, მაგრამ ბოლო მომენტში უარი თქვა გამოსვლაზე.

„გავრცელდა ჭორები, რომ მე მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე გამოვალ. არ მივიღებ მონაწილეობას და არასოდეს მქონია მოლაპარაკებები იქ გამოსვლაზე. მოუთმენლად ველოდები ყატარში მოგზაურობას, როცა ის ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ყველა დაპირებას შეასრულებს. ეს პირობა ქვეყანამ მაშინ დადო, როცა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა“, – დაწერა მომღერალმა თავის სოციალურ ქსელში.

მსოფლიოს 2022 წელის ჩემპიონატის გახსნის ცერემონია 20 ნოემბერს გაიმართება, რის შემდეგაც დაიწყება ტურნირის გახსნის მატჩი ყატარსა და ეკვადორს შორის.