მომდევნო სეზონში „დორტმუნდს“ ახალი მწვრთნელი ეყოლება #1TVSPORT
მომდევნო სეზონში „დორტმუნდს“ ახალი მწვრთნელი ეყოლება #1TVSPORT

„შტუტგარტის“ მთავარი მწვრთნელი სებასტიან ჰიონესი, შესაძლოა, 2025-26 წლის სეზონიდან „დორტმუნდს“ ჩაუდგეს სათავეში. გერმანელი სპეციალისტი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია დორტმუნდელთა ამჟამინდელი დამრიგებლის ნური შაჰინის გადაყენების შემთხვევაში, – წერს Sky Sport.

წყაროს ცნობით, „დორტმუნდს“ სურს ჰიონესმა გუნდი ზაფხულში ჩაიბაროს. ამასთან, ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ, „დორტმუნდის“ ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავს შაჰინის გადაყენებას და მის ნაცვლად დროებითი მთავარი მწვრთნელის დანიშვნას.

სებასტიან ჰიონესის კონტრაქტი „შტუტგარტთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მისი გამოსასყიდი თანხა 7-8 მილიონ ევროს შეადგენს.

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში „დორტმუნდი“ მე-10 ადგილზეა, „შტუტგარტი“ – მეოთხეზე.