მომდევნო მატჩისთვის მანჩესტერ იუნაიტედს რამდენიმე ფეხბურთელი დაუბრუნდება
Manchester United interim manager Ole Gunnar Solskjaer gestures on the touchline during the match against Bournemouth, during their English Premier League soccer match at Old Trafford in Manchester, England, Sunday Dec. 30, 2018. (Martin Rickett/PA via AP)
არსენალის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მატჩის წინ მანჩესტერ იუნაიტედის პრობლემები ოდნავ შემსუბუქდა, აცხადებს მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ოლე გუნარ სოლსკიაერი. ოთხშაბათს, 6 მარტს, იუნაიტედმა ძირითადი შემადგენლობის 10 ფეხბურთელის გარეშე შეძლო სტუმრად პარი სენ-ჟერმენის დამარცხება (1-3) და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, თუმცა მომდევნო მატჩისთვის უკვე დაბრუნდებიან პოლ პოგბა, რომელსაც დისკვალიფიკაცია ჰქონდა, და ანტონი მარსიალი, რომელმაც ხუთი მატჩი ტრავმის გამო გააცდინა.
ასევე არ არის გამორიცხული ანდერ ერერასა და ნემანია მატიჩის დაბრუნება იმ მატჩისთვის, რომელიც პირველ ოთხეულში მოსახედრად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
„ანტონი ითამაშებს, ერიკ ბეილიც კარგადაა და იმედია, ნემანიასა და ანდერს შორის ერთ-ერთიც დაგვემატება“, – განაცხადა სოლსკიაერმა.
შეგახსენებთ, რომ მატჩი არსენალსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის კვირას, 10 მარტს, ლონდონის ემირეიტსის სტადიონზე, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
ამჟამად მანჩესტერ იუნაიტედს 58 ქულა აქვს, მეოთხე ადგილზეა და სამი ქულით ჩამორჩება მესამეადგილოსან ტოტენჰემს. არსენალი კი, 57 ქულით, მეხუთეა.