მომავალი სეზონიდან „მილანი“, შეიძლება, გვარდიოლამ გაწვრთნას #1TVSPORT
2025-2026 წლების სეზონიდან „მილანის“ მთავარი მწვრთნელი, შეიძლება, გახდეს „მანჩესტერ სიტის“ ამჟამინდელი დამრიგებელი პეპ გვარდიოლა. როგორც წამყვანი იტალიური გაზეთები – Corriere della Sera და La Gazzetta dello Sport-ი წერენ, ესპანელი სპეციალისტის „მილანში“ დანიშვნა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ კლუბის ახალი სპორტული დირექტორი გახდება ფაბიო პარატიჩი, რომელსაც გვარდიოლასთან კარგი ურთიერთობა აქვს.
იტყობინებიან, რომ პარატიჩიმ და „მილანმა“ უკვე მიაღწიეს ზეპირ შეთანხმებას თანამშრომლობაზე, რომელიც მომავალი სეზონიდან დაიწყება. თუმცა, სხვადასხვა წყაროს ცნობით, „მილანის“ ახალი მთავარი მწვრთნელის როლზე ფავორიტი „მარსელის“ დამრიგებელი რობერტო დე ძერბია.
„მილანს“ ამჟამად სერჟიო კონსეისაო ავარჯიშებს, რომელსაც ბოლო დროს კლუბიდან უახლოეს პერიოდში წასვლას უწინასწარმეტყველებენ.