მომავალ სეზონში ლა ლიგას მატჩებს მაყურებელი ეყოლება #1TVSPORT
მომავალ სეზონში ლა ლიგას მატჩებს მაყურებელი ეყოლება #1TVSPORT

2021-22 წლების სეზონში ესპანეთის ლა ლიგას მატჩებზე მაყურებელს დაუშვებენ.

ესპანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ გულშემატკივრები ჩემპიონატის სტარტიდანვე შეძლებენ სტადიონებზე შესვლას.

ამ მომენტისთვის არ არის დაზუსტებული, ნებას დართავენ თუ არა კლუბებს, სრულად შეავსონ ტრიბუნები.

დასრულებული სეზონის ბოლოს, ესპანეთის გარკვეულ რეგიონებში საფეხბურთო მატჩებზე უკვე უშვებდნენ გულშემატკივრებს შეზღუდული რაოდენობით.