მოლდოვის პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
მოლდოვის პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ექსპრეზიდენტი ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკთან კორუფციულ კავშირებშია ეჭვმიტანილი.

მოლდოვის პროკურატურის პრესსპიკერის განმარტებით, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება 2020 წლის ზაფხულში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის შესწავლის შემდეგ მოხდა. კადრებში ასახულია იგორ დოდონისა და დემოკრატიული პარტიის მაშინდელი ლიდერის, ვლადიმირ პლახოტნიუკის 2019 წლის ივნისში შემდგარი შეხვედრა, სადაც ჩანს, თუ როგორ გადასცემს აღნიშნული პირი დოდონს შავ შეკვრას.

ვიდეოჩანაწერში საუბრიდან ირკვევა, რომ მასში თანხაა, რომელიც სოციალისტური პარტიის დაფინანსებისთვის იყო განკუთვნილი. სოციალისტურ პარტიას იმ დროს იგორ დოდონი ხელმძღვანელობდა.