მოლდოვის „პატრიოტული ბლოკის“ ლიდერები, მხარდამჭერებთან ერთად, ცესკო-ს შენობასთან შეიკრიბნენ და ხმების სამართლიანად დათვლა მოითხოვეს, ადგილზე მივიდნენ კონტრაქციის მონაწილეებიც [ვიდეო]

საპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლის პარალელურად, „პატრიოტული ბლოკის“ ლიდერები იგორ დოდონი და ვასილი ტარლევი, რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ შეიკრიბნენ და კომისიისგან ხმების სამართლიანად დათვლა მოითხოვეს.

„ჩვენ მშვიდობიანად, ჩვენი აზრის გამოსახატად მოვედით. არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ოპოზიციამ ერთად გაიმარჯვა“, – განაცხადა „პატრიოტული ბლოკის“ ყველაზე დიდი პარტიის, „სოციალისტების“ ლიდერმა იგორ დოდონმა.

მოლდოვის ცესკო-ს შენობის წინ პროტესტი ათ წუთზე მეტხანს არ გაგრძელებულა, თუმცა ადგილზე ევროპული კურსის დასაცავად კონტრაქტივისტები მაინც მივიდნენ.