მოლდოვის მმართველი პარტიის ვიცე-პრეზიდენტი – ვეცდებით, მეტად მოვუსმინოთ მოქალაქეებს, გავაუმჯობესოთ სიტუაცია იქ, სადაც შესაძლოა, აქამდე საკმარისი ძალისხმევა არ ყოფილა
მოლდოვის მმართველი პარტიის, „მოქმედება და სოლიდარობის“ ვიცე-პრეზიდენტი დან პერჩუნი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების კომენტირებისგან თავს იკავებს და მოქალაქეებს საბოლოო შედეგების დალოდებისკენ მოუწოდებს.
პერჩუნი დებს პირობას, რომ მოლდოველებს ყოველთვის მოუსმენს.
„ჩვენ ვეცდებით, უფრო მეტად მოვუსმინოთ მოქალაქეებს, გვქონდეს მათთან მუდმივი დიალოგი და გავაუმჯობესოთ სიტუაცია იქ, სადაც შესაძლოა, აქამდე საკმარისი ძალისხმევა არ ყოფილა. ამ საარჩევნო კამპანიის დროს ბევრი წინადადება მივიღეთ, რომელსაც თუ შესაძლებლობა გვექნება, მომავალში განვახორციელებთ“ – აღნიშნა პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ ვიცე-პრეზიდენტმა.
მოლდოვის მმართველი პარტია, ამ დროის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში 43.45 პროცენტით ლიდერობს.