მოლდოვის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი პოლონეთისგან მას შემდეგ იყიდეს, რაც რუსეთთან შეთანხმება ვერ შეძლეს

12:03, 26.10.2021

მოლდოვის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათ მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იყიდეს პოლონეთისგან მას შემდეგ, რაც კიშინიოვმა ვერ შეძლო რუსეთთან ენერგეტიკული საკითხზე შეთანხმება.

„სახელმწიფო კომპანია Energocom-სა და პოლონურ კომპანია PGNiG-ს შორის მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საცდელი შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა. ეს შესყიდვა ამოწმებს გაზის ალტერნატიული წყაროებიდან შემოტანის შესაძლებლობას და დააბალანსებს დაბალ წნევას ბუნებრივი აირის მიწოდების სისტემაში“, – ნათქვამია მოლდოვის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოლდოვამ გასულ კვირაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია „გაზპრომთან“ ბუნებრივი აირის შესყიდვაზე შეთანხმების ჩაშლის გამო.

მსგავსი