მოლდოვის „ჩვენი პარტიის“ ლიდერი - ვვარაუდობდით, რომ უკეთესი შედეგები გვექნებოდა, მაგრამ მოქალაქეებს მადლობას ვუხდით, ჩვენს პარტიას პარლამენტში პლატფორმა აქვს
მოლდოვის „ჩვენი პარტიის“ ლიდერი - ვვარაუდობდით, რომ უკეთესი შედეგები გვექნებოდა, მაგრამ მოქალაქეებს მადლობას ვუხდით, ჩვენს პარტიას პარლამენტში პლატფორმა აქვს

„ჩვენი პარტიის“ ლიდერმა, რენატო უსატიიმ მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ უკეთეს შედეგს ელოდა, თუმცა მისი პარტია პარლამენტში მოქალაქეებს წარმოადგენს. ამასთან, უსატიიმ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოში კოალიციას არ შექმნის.

„ჩვენ ვვარაუდობდით, რომ უკეთესი შედეგები გვექნებოდა, მაგრამ მოქალაქეებს მადლობას ვუხდით. ჩვენს პარტიას პარლამენტში პლატფორმა აქვს. ცხადია, რომ ის ყველა მოქალაქეს წარმოადგენს, როგორც დაგპირდით. ჩვენ სუფთა პოლიტიკას გავატარებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანაში ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალოთ. ეს „ჩვენი პარტიის“ პირველი გამოცდილება იქნება პარლამენტში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი იქნება“ – აღნიშნა რენატო უსატიიმ.

ამასთან, „ჩვენი პარტიის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების ანალიზს ჩაატარებს. ხოლო რაც შეეხება კოალიციასთან გაერთიანების საკითხს, რენატო უსატიიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პოზიციის ცვლილება გამორიცხულია.

რენატო უსატიის პარტია, ბოლო მონაცემებით, 6.54 პროცენტით მეოთხე ადგილს იკავებს.