მოლდოვის ცესკო-ს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 52 პროცენტი შეადგინა
მოლდოვის ცესკო-ს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 52 პროცენტი შეადგინა

მოლდოვაში საარჩევნო უბნები ოფიციალურად დაიხურა და ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 52 პროცენტი შეადგინა. საარჩევნო უბნებზე ხმა 1 597 015-მა ამომრჩეველმა მისცა.

ცნობისთვის, წინა საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 48.51 პროცენტი იყო.