მოლდოვაში პაველ ფილიპის მთავრობა გადადგა
მოლდოვაში პაველ ფილიპის მთავრობა გადადგა

მოლდოვაში, პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპის მთავრობა გადადგა. განცხადება ამის შესახებ „დემოკრატიული პარტიის“ შეკრებაზე პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჩებოტარმა გააკეთა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ მიიღო.

ჩებოტარის თქმით, „დემოკრატიული პარტია“ კვლავ ითხოვს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.

„ახლა შეგვიძლია, წავიდეთ და დავისვენოთ“, – განაცხდა ჩებოტარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც თებერვალში გამართული საპარალამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი გაჭიანურდა.