მოლდოვაში ჩატარებულ რეფერენდუმზე ბიულეტენების 50 პროცენტის დათვლის შემდეგ 56.5 პროცენტი ევროინტეგრაციის წინააღმდეგია, 43.5 პროცენტი კი მოხრეა

00:25, 21.10.2024

მოლდოვაში ჩატარებული ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის შუალედური შედეგები ცნობილია.

ოქმების 50 პროცენტის დამუშავების შემდეგ წინასწარი შედეგები ასეთია: კონსტიტუციის შეცვლასა და ევროკავშირში გაწევრიანებას ამომრჩეველთა 43.5 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო წინააღმდეგია 56.5 პროცენტი.

საკონსტიტუციო რეფერენდუმზე მოქალაქეებს უნდა ეპასუხათ კითხვისთვის: „უჭერთ თუ არა მხარს კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“ ამომრჩეველს პასუხის ორი ვარიანტი ჰქონდა – „დიახ“ და „არა“.

მსგავსი