მოლდოვაში ბიულეტენების 91 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ მაია სანდუს ხმათა 38,17 პროცენტი აქვს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება

02:58, 21.10.2024

მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 91 პროცენტზე მეტი უკვე დათვალა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს მხარი ამომრჩეველთა 38,17 პროცენტმა დაუჭირა, ხოლო მოლდოვის ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტების მიერ მხარდაჭერილ ალექსანდრე სტოიანოგლოს –  28,61 პროცენტმა.

მესამე ადგილს „ჩვენი პარტიის“ ლიდერი რენატო უსათი იკავებს 13,71 პროცენტით.

იმ შემთხვევაში, თუ ხმების სრულად დათვლის შემდეგ აღნიშნული მონაცემები არ შეიცვლება და ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 50 პროცენტზე მეტს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი