მოლდოვა აზერბაიჯანისგან ბუნებრივი აირის შეძენის საკითხს განიხილავს
მოლდოვა აზერბაიჯანისგან ბუნებრივი აირის შეძენის საკითხს განიხილავს

მოლდოვა აზერბაიჯანისგან ბუნებრივი აირის შეძენის საკითხს განიხილავს. მოლდოვური მედიის ცნობით, ამის შესახებ მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, ანდრეი სპინუმ ტელეკომპანია TV8-ის ეთერში განაცხადა.

სპინუს თქმით, აზერბაიჯანისგან გაზის შეძენა ქვეყანას ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიცირების საშუალებას მისცემს.

„მოლდოვას აქვს აზერბაიჯანისგან გაზის მიღების შანსი. მოლდოვას აქვს რეალური შანსი, გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიცირება მოახდინოს და ეს ადრე თუ გვიან, მოხდება. არ დავასახელებ ვადებს, თუმცა გარანტიას გაძლევთ, რომ უახლოეს წლებში მოლდოვის რესპუბლიკას ექნება გაზის დივერსიფიცირებული წყაროები და ეს შეიძლება, უკვე მიმდინარე წელს მოხდეს“, – განაცხადა სპინუმ.

მოლდოვის ვიცე-პრემიერის თქმით, აზერბაიჯანელ კოლეგებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.