მოლაპარაკებები გრძელდება - ლაუტარო მარტინესი კვლავ „ბარსელონას“ მთავარი სამიზნეა
მოლაპარაკებები გრძელდება - ლაუტარო მარტინესი კვლავ „ბარსელონას“ მთავარი სამიზნეა

ზამთრის სტრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ „ინტერთან“ აქტიური მოლაპარაკებები განაახლა.

კატალონიელებისთვის მილანური კლუბის არგენტინელი თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი სატრანსფერო პრიორიტეტია, – იუწყება „მარკა“.

გამოცემის ინფორმაციით, კატალონიურ გრანდს მარტინესის გადმობირება 100 მილიონი ევრო დაუჯდება, რადგან იტალიური მხარე კომპრომისზე წავლას არ აპირებს.

სატრანსფერო ღირებულების შესამცირებლად „ბარსელონაში“ მზად არიან, რომ სოლიდურ თანხასთან ერთად „ინტერს“ მარტინესი სხვა ფეხბურთელებშიც გაუცვალონ, ერთ-ერთ ასეთ კანდიდატად კი ფილიპე კოუტინიო მოიაზრება.

მიმდინარე სეზონში ლაუტარო მარტინესმა იტალიის ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი ბურთი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.