მოკრივეთა საერთაშორისო ტურნირზე ლაშა გურულმა პირველი ორთაბრძოლა მოიგო #1TVSPORT
მოკრივეთა საერთაშორისო ტურნირზე ლაშა გურულმა პირველი ორთაბრძოლა მოიგო #1TVSPORT

სოფიაში მიმდინარე მოკრივეთა საერთაშორისო ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ლაშა გურულმა (67კგ). ქართველმა მეთექვსმეტედფინალში ავსტრალიელი ჰარი გარსაიდი დაამარცხა. ოთხმა მსაჯმა გამარჯვებულად რუსთაველი მოკრივე გამოაცხადა, მათ შორის ორმა – სამივე რაუნდში.

სოფიაში 24 თებერვლამდე წინასწარი ბრძოლები იქნება, 25 ნოემბერს – ნახევარფინალები, ფინალები კი 26 ნოემბერს გაიმართება.

A კატეგორიის ტურნირზე საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობითაა. დანაკლისი მხოლოდ ტრავმირებული ესკერხან მადიევია (71 კგ). გუნდი სოფიის შეჯიბრებით იწყებს მზადებას მსოფლიო ჩემპიონატისა და ევროპული თამაშებისთვის.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სოფიაში:

48 კგ – ლუკა კუბლაშვილი

51 კგ – სახილ ალახვერდოვი

57 კგ – არამ ხრიკიანი

60 კგ – არტიუშ გომციანი

63,5 კგ – ლაშა გაგნიძე

67 კგ – ლაშა გურული

75 კგ – გიორგი ხარაბაძე

80 კგ – ოთარ ნავერიანი

86 კგ – გიორგი ყუშიტაშვილი

92 კგ – არტიომ იორდანიანი

92 კგ – გიორგი ჭიღლაძე

92+ კგ – ნიკოლოზ ბეგაძე