მოკრივე საულ ალვარესმა სპორტის ისტორიაში ყველაზე ძვირფასი კონტრაქტი გააფორმა
მოკრივე საულ ალვარესმა სპორტის ისტორიაში ყველაზე ძვირფასი კონტრაქტი გააფორმა

სპორტული ტრანსლიაციების სტრიმინგის სერვისმა, მექსიკელ მოკრივესთან – საულ ალვარესთან, კონტრაქტი გააფორმა.

ხელშეკრულება მექსიკელსა და ამერიკულ პლატფორმა DAZN-თან ხუთ წელზეა გათვლილი და ალვარესის 11 ბრძოლის ჩვენებას ითვალისწინებს. ეს არის სპორტის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გარიგება და ის 365 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული.

წინა რეკორდი ბეისბოლისტს -ჯანკარლო სტენტონს ეკუთვნის, რომელმაც „ნიუ იორკ იანკისთან“ 13-წლიანი და 325-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.

15 დეკემბერს საულ ალვარესსა და როკი ფილდინგს შორის ორთაბრძოლა გაიმართება. მექსიკელი WBC-ის, WBA-სა და The Ring-ის ვერსიით,საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონია.