მოკრივე ლაშა გურული ევროპის ჩემპიონი გახდა
მოკრივე ლაშა გურული ევროპის ჩემპიონი გახდა

რუსთაველი მოკრივე ლაშა გურული 64კგ.  წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა. სპორტსმენმა რუმინეთში მიმდინარე ჩემპიონატზე, რომელიც ახალგაზრდებს შორის მიმდინარეობს, ხუთი ბრძოლა ჩაატარა და ყველა დამაჯერებლად მოიგო. გურული ფინალში თურქ ერდემირ თურგულანს დაუპირისპირდა.

რუსთაველი სპორტსმენის მხარდასაჭერად მერიის წინ მდებარე მოედანზე, სადაც დიდ ეკრანზე ბრძოლის პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა გურულის მეგობრები, ოჯახის წევრები, ქალაქის ხელმძღვანელი პირები და სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.