მოკრივე ლაშა გურგულიანი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია
მოკრივე ლაშა გურგულიანი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია

ვერის პარკის საკალათბურთო სასახლეში 69 კგ წონით კატეგორიაში, WBF მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი გათამაშდა.

საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ძალისხმევით ამ წონით კატეგორიაში ქამარი საქართველოში პირველად გათამაშდა.

Boxing Group Promotion-ის ორგანიზებულ ღონისძიებაზე ლაშა გურგულიანმა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის მოქმედი მფლობელი იყო ტიტული 29 წლის ლათინური ამერიკის ქვეყნების ყოფილი ჩემპიონის WBO ვერსიით, მექსიკელი ედგარ „ნენე“ ორტეგას წინააღმდეგ 12 რაუნდიან ბრძოლაში დაიცვა. ლაშამ ბრძოლის ბრწყინვალე სტილი აჩვენა და მე-8 რაუნდში მექსიკელმა ქართველის გამუდმებულ შეტევებს ვეღარ გაუძლო და ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

ბრძოლის სუპერვაიზერი მსოფლიო კრივის ორგანიზაციის (WBF) პრეზიდენტი ჰოვარდ გოლდბერგი იყო.

დღის მთავარი სატიტულო ბრძოლის გარდა 12 სარეიტინგო ორთაბრძოლაც გაიმართა სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან საუკეთესო მოკრივეებმა მიიღეს მონაწილეობა მათ შორის იყვნენ ბათუმელი ნინო კოპაძე და ქუთაისელი ლილი ჯუმალი.

სერგო აგამიროვი (თბილისი) – კახა ავეტისიანი (ბორჯომი) -გაიმარჯვა ავეტისიანმა

გიორგი ბლიაძე (ბორჯომი) – შალვა გუჩმაზოვი (გურჯაანი)-გაიმარჯვა გუჩმაზოვმა

კონსტანტინე ხვისტანი (ქუთაისი) (დებ) – ნოდარ კუტიბაშვილი (სიღნაღი) – გაიმარჯვა ხვისტანმა

ზურა მექერიშვილი (გურჯაანი) – ნიკოლოზ ყულუმბეგაშვილი (თბილისი)-გაიმარჯვა მექერიშვილმა

უმეკაშვილი გიორგი (გორი) – გიორგი გუჯეჯიანი (მარნეული) – გაიმარჯვა უმეკაშვილმა

მამუკა აბულაძე (ვარიანი) – დავით ბიძინაშვილი (გორი) – გაიმარჯვა აბულაძემ

აჩიკო ოდიკაძე (ვარიანი) – ირაკლი შარიაშვილი (რუსთავი) – გაიმარჯვა ოდიკაძემ

იაგო კიზირია (ფოთი) – ლადო გაბისონია (ზუგდიდი) – გაიმარჯვა კიზირიამ

ედგარ სარქისიანი (თბილისი) – დათო შერვაშიძე (ბათუმი) – გაიმარჯვა სარქისიანმა

დათო ნანავა (ფოთი) – მალხაზ თათრიშვილი (გორი) – გიმარჯვა ნანავამ

მიხეილ გაბინაშვილი (გორი) – რომან უსიანი თბილისი – გაიმარჯვა გაბინაშვილმა

ნინო კოპაძე (ბათუმი) – ლილი ჯუმალი (ქუთაისი) – გაიმარჯვა ჯუმალიმ.