მოკრივე ბესარიონ ხუტუაშვილი ბრძოლისას მძიმედ დაშავდა

20:17, 12.06.2018

ქართული წარმომავლობის ფრანგი მოკრივე ბესარიონ ხუტუაშვილი ორთაბრძოლისას დაშავდა და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

ინციდენტი დილან ბერგეონთან ბრძოლის მერვე რაუნდში მოხდა.

დაპირისპირების მსაჯი კრისტოფ ფერნანდესი აცხადებს, რომ სამედიცინო დახმარებამ დააგვიანა –

„ნოკაუტის შემდეგ დათვლა დავიწყე, თუმცა დავინახე, რომ ხუტუაშვილი მძიმე მდგომარეობაში იყო. თვლა „სამზე“ შევწყვიტე და ექიმს ვუხმე. როდესაც მოკრივე წაიქცა რინგს კეფა დაარტყა. ვცადე კაპი ამომეღო, თუმცა არ გამომივიდა. სათანადო სამედიცინო დახმარება მას ტრავმის მიღებიდან 15 წუთში აღმოუჩინეს.“

ხუტუაშვილმა პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობა 2015 წლიდან დაიწყო. მას ექვს ბრძოლაში ხუთი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

 

 

მსგავსი