მოჯიმ 2001 წელს ზიდანის „რეალში“ გადასვლა გაიხსენა
მოჯიმ 2001 წელს ზიდანის „რეალში“ გადასვლა გაიხსენა

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანი მოჯიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ მიდიოდა მოლაპარაკებები 2001 წელს „რეალთან“ ზინედინ ზიდანის ტრანსფერის თაობაზე:

„ზიდანი გასახდელიდან „ატალანტასთან“ მატჩის შემდეგ გამოვიყვანე. ის „რეალში“ გადასვლის სურვილის გამო კლუბზე ზეწოლას ახდენდა. მე მას ვუთხარი, გადაეცა ფლორენტინოსთვის, რომ იგი არ იყიდებოდა.

პერესი მიხვდა, რომ ისეთი თანხის გადახდა მოუწევდა, რომელსაც იგი ვერც კი წარმოიდგენდა“ – განაცხადა მოჯიმ ტვიტერში ტრანსლიაციისას. ფეხბურთის ფრანგი ლეგენდა ზინედინ ზიდანი „რეალში“ 2001 წელს 74 მილიონ ევროდ გადავიდა, რაც იმ დროს ფეხბურთელში გადახდილი სარეკორდო თანხა გახლდათ.