მოიზე კინი „იუვენტუსთან“ კონტრაქტს აგრძელებს
მოიზე კინი „იუვენტუსთან“ კონტრაქტს აგრძელებს

„იუვენტუსის“ ფორვარდის მოიზე კინის აგენტმა მინო რაიოლამ ტურინული კლუბის ხელმძღვანელობასთან ახალგაზრდა ფეხბურთელის ახალ კონტრაქტზე მოილაპარაკა.

როგორც გამოცემა „ტუტოსპორტი“ (Tuttosport) წერს, კინის განახლებული ხელშეკრულება „იუვენტუსთან“ 2024 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში, ხოლო 19 წლის ფორვარდის ხელფასი ოთხჯერ გაიზრდება – 550 ათასიდან ორ მილიონამდე წელიწადში.

ამ სეზონში მოიზე კინმა „იუვენტუსის“ რიგებში 13 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა. ფორვარდს დებიუტი ჰქონდა იტალიის ნაკრებში და იქ ორი გოლის გატანა მოასწრო.