მოიზე კინი „იუვენტუსში“ დაბრუნდა #1TVSPORT
მოიზე კინი „იუვენტუსში“ დაბრუნდა #1TVSPORT

„ევერტონის“ ფორვარდი მოიზე კინი „იუვენტუსში“ დაბრუნდა, – იტყობინება ტურინული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

21 წლის იტალიელი მომდევნო ორ სეზონს იჯარის წესით ითამაშებს, რის შემდეგაც, „იუვენტუსს“ ექნება ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება. კინი ტურინული გუნდის აღზრდილია და ადრე თამაშობდა „იუვენტუსის“ შემადგენლობაში.

გასულ სეზონში კინი იჯარით „პარი სენ-ჟერმენში“ გამოდიოდა. ლიგა 1-ის 26 მატჩში მან 13 გოლი გაიტანა.