მოიზე კინი „ევერტონში“ გადადის
მოიზე კინი „ევერტონში“ გადადის

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი მოიზე კინი „ევერტონში“ გააგრძელებს კარიერას. როგორც „სქაი სპორტს“ (Sky Sports) წერს, მხარეებმა ტრანსფერის პირობები შეათანხმეს.

ლივერპულური კლუბი 19 წლის ფორვარდისთვის 32 მილიონ ევროს გადაიხდის, მომავალში კი ეს თანხა შეიძლება ბონუსებით 40 მილიონამდე გაიზარდოს. კინი ხუთშაბათს ჩავა ინგლისში კონტრაქტის გასაფორმებლად. იტალიელი „ევერტონში“ წელიწადში 2.75 მილიონ ფუნტს მიიღებს.

გასულ სეზონში კინმა შვიდი გოლი გაიტანა 17 ოფიციალურ მატჩში. ასევე მის ანგარიშზეა ორი გოლი იტალიის ნაკრებში ჩატარებულ სამ მატჩში.