მოისწრაფიშვილმა სლოვაკეთში ითამაშა - ტრნავის „სპარტაკმა“ ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და პირველ ადგილზეა #1TVSPORT
ტრნავის „სპარტაკმა“, სადაც გიორგი მოისწრაფიშვილი თამაშობს, სლოვაკეთის ჩემპიონატში „პრეშოვს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
ნაიკლიგის მე-3 ტურში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი „სპარტაკის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 70 წუთი ითამაშა და საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო – 7.0 ქულა.
ტრნავის გუნდმა ანგარიში მე-14 წუთზე ჰოლიკის გოლით გახსნა და როგორც გაირკვა, ეს მატჩის ერთადერთი გოლი აღმოჩნდა. ტრნაველებმა 3 ტურის შემდეგ 9 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე არიან.
გურამ კაშიას „სლოვანს“ ტურის მატჩი გადაუდეს, რადგან ბრატისლაველები 12 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ალმათის „ქაირათს“ უმასპინძლებენ და დასვენების საშუალება მისცეს.