მოისწრაფიშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა და საუკეთესო შეფასება დაიმსახურა #1TVSPORT
უნგრეთის ჩემპიონატში ილია ბერიაშვილის მტკ-მ შინ „კიშვარდა“ 4:0 დაამარცხა. ქართველი მცველი განაცხადში არ იყო. ავსტრიის ბუნდესლიგაში „შტურმმა“ შინ „ჰარტბერგს“ 1:0 მოუგო – ოთარ კიტეიშვილს არ უთამაშია.
ჩეხეთის ჩემპიონატში ვახტანგ ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშა „იაბლონეცში“, რომელმაც „მლადას“ 2:0 მოუგო. ქართველმა ნახევარმცველმა გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება, 7.2 ქულა მიიღო.
სლოვაკეთში ერთმანეთს ქართველების გუნდები შეხვდნენ – ალექსანდრე ნარიმანიძის „ჟილინამ“ გიორგი მოისწრაფიშვილისა და ლუკა ხორხელის ტრნავის „სპარტაკთან“ ფრედ 2:2 ითამაშა.
მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ სტუმრებმა ანგარიში 85-ე წუთზე გაათანაბრეს – საგოლე გადაცემა გიორგი მოისწრაფიშვილმა შეასრულა. ეს მიმდინარე სეზონში ქართველი ნახევარმცველის მესამე საგოლე გადაცემაა. მოიწრაფიშვილმა თავის გუნდში საუკეთესო შეფასება (7.6 ქულა) დაიმსახურა.