მოისწრაფიშვილმა ორი საგოლე გადაცემა შეასრულა - მექვაბიშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველების გუნდების დაპირისპირება ტრნავის „სპარტაკსა“ და კრაიოვას „უნივერსიტატეას“ შორის 4:3 დასრულდა და შემდეგ ეტაპზე რუმინული გუნდი გავიდა, მატჩის მთავარი მოქმედი პირები კი შეცვლაზე შესული ქართველები იყვნენ.

პირველი მატჩი რუმინელებმა 3:0 მოიგეს და პლეი ოფში გასვლის რეალურ კანდიდატებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ თამაში საინტერესო სცენარით წარიმართა. ანზორ მექვაბიშვილი რუმინული კლუბის შემადგენლობაში 71-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო გიორგი მოისწრაფიშვილი „სპარტაკში“ – 61-ეზე.

გიორგიმ სამ გოლში მიიღო მონაწილეობა. 63-ე წუთზე მის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ნვადიკემ გაიტანა. შემდეგ კი ორი საგოლე გადაცემა მიითვალა: 68-ე წუთზე მესამე გოლი აზანგოს გაატანინა, ხოლო მე-80-ზე – კუდლიცკას. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა, 4:4 და დამატებითი დრო დაინიშნა.

უნივერსიტატეას“ მექვაბიშვილი დაეხმარა – მე-100 წუთზე მისი გადაცემით შრეჩიუმ გაიტანა და ანგარიში 4:2 გახდა, ხოლო 117-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც სიმბამ გამოიყენა და შემდეგ ეტაპზე კრაიოველები გავიდნენ.

ქართველ ნახევარმცველებს ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება ჰქონდათ – მოისწრაფიშვილს 8.1 ქულა, ხოლო მექვაბიშვილს – 8.2 და, საბოლოოდ, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.