მოისწრაფიშვილის გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა - აზაროვი და გოჩოლეიშვილი „ბეშიქთაშს“ შეხვდებიან #1TVSPORT
ევროპის ლიგაზე გიორგი მოისწარფიშვილმა შვედურ „ჰაკენს“ გაუტანა, მაგრამ ტრნავის „სპარტაკმა“ მეტოქე ვერ დაამარცხა და გათამაშებას გამოეთიშა.
საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი შვედურმა გუნდმა სლოვაკეთში 1:0 მოიგო. საპასუხო შეხვედრა კი შვედეთში 2:2 დასრულდა და, საერთო ჯამში, „ჰაკენმა“ 3:2 მოიგო. „სპარტაკის“ რიგებში მოისწრაფიშვილი 69-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, 82-ე წუთზე კი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.
ფინურ „ილვესთან“ შინ იოლი მოგების (6:0) შემდეგ, დონეცკის „შახტარმა“ ფინეთში 0:0 ითამაშა. ქართველებიდან უკრაინულ გუნდში შეუცვლელად ირაკლი აზაროვმა ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა.
მოისწრაფიშვილი, ტრნავასთან ერთად, კონფერენს ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც მალტურ „ჰიბერნიანსს“ დაუპირისპირდება, „შახტარი“ კი ევროპის ლიგაზე „ბეშიქთაშს“ შეხვდება.