მოჰსენ რეზაი – არ შეგაცდინოთ აშშ-ის პრეზიდენტის ურთიერთგამომრიცხავმა სიგნალებმა, არანაირი მოლაპარაკებები არ იქნება, ვიდრე ირანის პირობები არ შესრულდება, წერტილი
არ შეგაცდინოთ აშშ-ის პრეზიდენტის ურთიერთგამომრიცხავმა სიგნალებმა „არანაირი მოლაპარაკებებიდან“ „მზად ვართ სასაუბროდ“ პოზიციამდე, – ამის შესახებ ირანის უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა.
მისი თქმით, ნავთობთან და სრუტეებთან დაკავშირებული ფსონები შეიცვალა.
„ზიანის კონტროლი ვერ შეაჩერებს იმას, რაც ახლოვდება. არანაირი მოლაპარაკებები არ იქნება, ვიდრე ირანის პირობები არ შესრულდება. წერტილი!“, – წერს რეზაი სოციალურ ქსელში.