მოჰამედ სისოკომ კარიერა დაასრულა
მოჰამედ სისოკომ კარიერა დაასრულა

ვეტერანმა ნახევარმცველმა მოჰამედ სისოკომ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

„ეს დასასრულია ჩემთვის. ვამთავრებ კარიერას. ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული აღმოჩნდა“ – განაცხადა ფეხბურთელმა.

34 წლის სისოკოს „ლივერპულის“ შემადგენლობაში მოგებული აქვს ინგლისის თასი (2005/06) და ინგლისის სუპერთასი (2006). „ვალენსიასთან“ ერთად მან მოიგო ლა ლიგა (2003/04), უეფას თასი (2003/04) და უეფას სუპერთასი (2004).

ასევე სისოკოს ანგარიშზეა 34 მატჩი მალის ეროვნულ ნაკრებში. მისი ბოლო კლუბი იყო „სოშო“, რომელთანაც კონტრაქტი გასული წლის ზაფხულში ამოეწურა.